სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 17 » პროცესორი და თერმოპასტა
11:16 AM პროცესორი და თერმოპასტა |
ალბათ ბევრმა იცის რა არის თერმოპასტა და სად გამოიყენება, ზოგმა არ იცის სად გამოიყენება რა არის და რით იჭმევა, ზოგს თერმოპასტის დანიშნულებად მიაჩნია კომპიუტერში სამუშაო ტემპერატურის შენარჩუნება, ზოგს კი ჯიუტად სჯერავს, რომ თერმოპასტა მისი სახელის და მიუხედავად ხელს უწყობთ კომპიუტერის პროცესორის გაციებას. ზოგს სჯერავს, რომ ამის შემდეგ კომპიუტერი ისე ცივდება, რომ აუცილებლად რაიმე ვირუსს აიკიდებს ან მინიმუმ ცემინებას დააწყებინებს რაც რათქმაუნდა კომპიუტერის წარმადობაზე იმოქმედებს.
მაშ ასე დღევანდელი საუბრის თემაა თერმოპასტები, ვინც იცის ეს რა არის, შეუძლიათ პირდაპირ მეორე ნაწილზე გადავიდეს, ხოლო ვინც არ იცის რისთვის გამოიყენება ეს ნივთიერება კომპიუტერში ან რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს, მათ ვურჩევდით თავიდან ბოლომდე წაეკითხათ ეს სტატია.
ნაწილი პირველი
მაშ ასე არავისთვის საიდუმლო არაა, რომ კომპიუტერის პროცესორი ელექტრო დენის გამოყენებით მუშაობს, შედეგად როგორც ყველა დენზე მომუშავე აპარატურას, ასევე პროცრესორსაც სჭირს ერთი ცუდი თვისება, იგი მუშაობისას ცხელდება. ვიღაც ალბათ იტყვის ”მერე რა? ზოგ აპარატურას კარგი მუშაობისთვის სამუაო ტემპერატურა სჭირდებაო” რათქმაუნდა არის ასეთი აპარატურაც, მაგრამ მათ შემთხვევაშიც კი ტემპერატურის ზღვარი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ეტეოდეს, ხოლო რაც შეეხება პროცესორებს აქ ზღვარი კონკრეტულად არის გავლებული, თუ თქვენი პროცესორი მუშაობისას გადააჭარბებს 70 გრადუს ცელსიუსს, ყველაზე უმტკივნეულო რაც მოხდება ესაა პროცესორის გაჭედვა ანუ დაკიდება. ამ დროს კომპიუტერი არანაირ სამუშაოს არ გააკეთებს.
|
კატეგორია: პროგრამები |
ნანახია: 571 |
დაამატა: dato
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|